
მწვანე გაკვეთილები
გარდენიას მწვანე გაკვეთილები პატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და შემეცნებითი შეთავაზებაა. სამებაღეო გაკვეთილზე ვმასპინძლობთ სკოლის დაწყებითი კლასებისა და ბაღის გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეებს. პატარები ათვალიერებენ ბაღს, სახელოსნოში ცრიან და აზავებენ მიწას, ხატავენ და დეკუპაჟის მეთოდით აფორმებენ თიხის ქოთნებს, რგავენ მცენარეებს. თავიანთი ნახელავი საჩუქრად მიაქვთ გარდენიადან. ჯგუფს აგრეთვე სამახსოვროდ რჩება პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სტუმრობის ამსახველი ფოტოები.