კაფე

პატარა კაფე

გარდენიაში პატარა კაფე ბაღის გაშენებიდან მეხუთე წელს გაჩნდა. მაშინ, როცა მოსულმა სტუმრებმა ბაღში დაყოვნების და ფინჯანი ყავის მირთმევის სურვილი გამოთქვეს. პატარა კაფეში სულ 24 სკამია. პრინციპულად არ ვამატებთ მაგიდებს, რათა არ დაირღვეს მარტივი პრინციპი – კაფე იყოს ბაღში და არა ბაღი კაფეს ირგვლივ. ჩვენს კაფეში შეგიძლიათ მიირთვათ ნატურალური ჩაი – გურიიდან, ჩვენივე პლანტაციიდან. ასევე   ,,ჩვენი ბაღის თაიგული” – სურნელოვანი ბალახების ნაკრები.ჩვენს კექსებს და პეროგებს ახლობლების, მეგობრების საოჯახო რეცეპტებით ვაცხობთ. პროდუქტების უმრავლესობას გურიიდან გვიგზავნიან, ჩვენთვის ყიდულობენ ჩოხატაურის საკვირაო ბაზარზე.სტუმრებს ვთავაზობთ ნატურალურ წვენებს, საკუკეთესო ხარისხის ყავას. გვაქვს მცირე მენიუ ,,მოშიებული” სტუმრებისთვის.