გარდენია ბაღი

გარდენიას ბაღი

ჩვენი ბაღი  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. ტერიტორიის ნახევარი უჭირავს სათბურებს, სანერგეს, სახელოსნოებს, კაფეს, სასტუმრო სახლს და ტერასას – სადღესასწაულო წვეულებებისათვის. ბაღი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავის. შეგროვებული გვაქვს ბევრი ისეთი მცენარე, სხვაგან რომ ვეღარ შეხვდებით. თავს ვიწონებთ ახალი, განსაკუთრებული და უცნაური ჯიშებითაც. მათ შორის მნიშვნელოვანია გარდენიას სუკულენტების კოლექცია. მცენარეები, რომელსაც გარდენია სტუმრებს სთავაზობს, არის ჯანსაღი, ჯანმრთელი და მათი დიდი ნაწილი ჩვენივე გამოზრდილია ბუნერივ სუბსტრატზე.  ყოველი წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდენია სიხარულით მასპინძლობს ბაღის დამთვალიერებლებს. ბაღის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ ჩვენს კაფეს, საჩუქრების მაღაზიას, შეიძინონ მცენარეები, გადაიღონ სამოყვარულო ფოტოები, ისარგებლონ პროფესიონალი მებაღეების კონსულტაციით. ბაღი ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა 10:00 დან 22:00 საათამდე. მცენარეების შეძენას 18:00 სთ მდე შეძლებთ.

პროდუქცია