მიწოდება საქართველოს მასშტაბით :

თბილისის მასშტაბით  16:00 საათამდე  შემოსული    შეკვეთის მიწოდება  ხდება 1-3 სამუშაო  დღის განმავლობაში (მომხმარებლის  მიერ არჩეული მიწოდების სერვისის შესაბამისად).

რეგიონებში   16:00 საათამდე შემოსული   შეკვეთის მიწოდება ხორციელდება  3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტარიფების ჩამონათვალი:

 

  • თბილისში მიწოდება (1-3 სამუშაო  დღე) – 5.00 ლარი
  •  თბილისი – სწრაფი  მიწოდება ( იმავე დღეს ) – 20.00 ლარი
  • რეგიონში მიწოდება (3-5 სამუშაო დღე) – 10.00 ლარი

 

შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია

თუ შეკვეთის ჩაბარება ვერ მოხერხდა შეკვეთაში მითითებულ მისამართზე არყოფნის ან არასწორი/არასრული მისამართის გამო, შეკვეთა ჩაითვლება ჩაბარებულად და თანხა   დაბრუნებას  არ ექვემდებარება . მსგავს   შემთხვევაში  ამანათი დაბრუნდება მაღაზიაში  და შესაძლებელი იქნება  მისი გატანა დამკვეთის მიერ   მისამართიდან :

  • თბილისის შეკვეთა დაბრუნდება (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა 138, თბილისი, საქართველო.) სამუშაო საათები  11:00 -19:30  ყოველ დღე (დიდი დღესასწაულების გარდა )
    შეკვეთის გატანისას აუცილებელია, თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეკვეთის ნომერი;
  • თბილისის გარეთ, რეგიონებში ვერჩაბარებული შეკვეთა დაბრუნდება საკურიერო კომპანიის ოფისში. საკურიერო კომპანიის ოფისის მისამართი და შეკვეთის შენახვის ვადა მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომელიც დაგხვდებათ მისამართზე. შეკვეთის გატანისას საკურიერო კომპანიაში აუცილებლად უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მიაკითხავთ საკურიერო კომპანიის ოფისს ბარათზე მითითებულ ვადაში, შეკვეთა დაბრუნდება თბილისში (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა 138, თბილისი, საქართველო.) სამუშაო საათები  11:30 -19:30  ყოველ დღე (დიდი დღესასწაულების გარდა )
შეკვეთის გატანისას აუცილებელია, თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეკვეთის ნომერი;

თუ კი შეკვეთა არ მიიღეთ მისი განთავსებიდან არჩეული სერვისის შესაბამისად  ან/და არ დაგხვდათ მისამართზე ბარათი, გთხოვთ  დაგიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

 

გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, კურიერს არ აქვს წინასწარ დაკავშირების ვალდებულება. შესაბისად, შეკვეთისას უნდა მიუთითო ის მისამართი, სადაც კურიერი აუცილებლად შეძლებს ამანათის ჩაბარებას, წინასწარი შეთანხმების გარეშე.

გაითვალისწინეთარასრული მისამართის მითითების შემთხვევაში, ამანათი დაყოვნდება ჩვენს საწყობში და არ გამოიგზავნება მანამ, სანამ სწორ ინფორმაციას არ მოგვაწვდით. ასეთ შემთხვევაში, გამოგიგზავნით წერილს მითითებულ ელ.ფოსტაზე ან დაგიკავსირდებთ თქვენს მიერ მითითებულ  საკონტაქტო ნომერზე..