წვეულებები
გარდენია შევარდნაძეში შეგიძლიათ თავად გახდეთ
მასპინძელი და ჩვენს ბაღში, შიდა სივრცეში,
გამორჩეული წვეულებები და ღონისძიებები ჩვენს
გუნდათ ერთად მოაწყოთ.
- ქორწილი
- ხელმოწერის ცერემონიალი
- კორპორაციული შეხვედრები
- თემატური წვეულებები
- გარე სადღესასწაულო ღონისძიებები
- ფოტოსესიები ჩვენს აპარტამენტებში
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
gardeniashevardnadze@gmail.com
ადამიანი, ბაღი, ემოცია
გარდენია
მწვანე სერვისი
ჩვენ ვიცით რომ ორი ერთნაირი ადგილი და მოცემულობა არ არსებობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად.
- კორექტირება
- დარგვა
- მოვლა
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
gardeniashevardnadze@gmail.com
გარდენია
გარე ღონისძიებები
გარდენია ხშირად არის სახალხო ზეიმების, დღესასწაულების მონაწილე და ორგანიზატორი საქართველოს სხვადასხვა წერტილში. ასეთ დროს ჩვენი ჩვეული რიტმი და მდგომარეობა იცვლება და გარდენია თვითონ მიდის მნახველთან, მიგვაქვს ჩვენი ბაღისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება;
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
gardeniashevardnadze@gmail.com
ფოტოსესია გარდენიაში
გარდენია ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული ადგილია
- მოგეხმარებით, შეარჩიოთ საინტერესო ადგილები
- შეარჩიოთ შესაფერისი დრო და დღის მონაკვეთი
- შემოგთავაზებთ სხვადასხვა შიდა და გარე სივრცეს
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 32 224 67 03
gardeniashevardnadze@gmail.com
ადამიანი, ბაღი, ემოცია

მწვანე გაკვეთილები
მწვანე გაკვეთილების ერთადერთი საშინაო დავალება ბავშვებისთვის, მათივე ხელით ჩარგული მცენარის მოვლა, გაფრთხილება და ამ საქმეში ოჯახის წევრების ჩართვაა.

თიხის გაკვეთილები
მცენარის შესაფერის ქოთანში დაბინავება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელოსნოების ჩამონათვალში, წლების წინ, თიხის სახელოსნო გავაკეთეთ.
გარდენია

სამებაღეო კურსები
გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტრადიციულად ვაცხადებთ სამებაღეო კურსებს და მსურველებს ვეპატიჟებით სხვადასხვა ხანგრძლივობის სასწავლო აქტივობებზე.
საჩუქრების მაღაზია
სამახსოვროდ გარდენიადან
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ძველ, გამორჩეული მახსოვრობის მქონე ნივთებს, რომლებსაც განსაკუთრებული ემოცია და განწყობა მოაქვთ. ვგულშემატკივრობთ და ვმეგობრობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ხელსაქმის ავტორებთან, თანამედროვე ხელოვანებთან.
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ჩვენთვის ძვირფას ნივთებს და ნამუშევრებს თავი გარდენიაში მოვუყაროთ. ჩვენი სივრცეების გაფორმება მათ მივანდოთ და გარდენიას სტუმრებსაც შევთავაზოთ.
ამ სურვილის მიხედვით გაჩნდა გარდენიას საჩუქრების მაღაზია, რომელიც ერთ პატარა სივრცეში თავს უყრის ყველა იმ ნივთს და დეტალს, რომლებსაც მთელ საქართველოში დიდი სიყვარულით, ფრთხილად ვაგროვებთ და ჩვენს სტუმრებს სამახსოვრო ნივთებად ვთავაზობთ.