მივადექი დიდ ყუთს, აჭარიდან ჩამოტანილი ამბებით, არც თავი უჩანს არც ბოლო იმდენია. ნელ ნელა გაგიზიარებთ ჩანაწერებს. იმედი მაქვს ბევრს მოხვდება გულზე და გაახარებს, გაამდიდრებს.
სურიე თავართქილაძე ვარ 65 წლის.
ბაბუაჩემის ისკენდერ ეფენდი, თავართქილაძის ფუძეზე, მის სახლში ბრძანდებით ახლა, დიდი სახელოვანი კაცი იყო. არ მინდა მის სულს რამე ვავნო, იმდენი რამ მაქვს სათქმელი, ყველაფერს ხომ ვერ მოგიყვებით…
მისი მშობლები მუჰაჯირები იყვენ, ისკენდერ ეფენდიც თურქეთს, დაბადებულა. აჭარაში გვიან დაბრუნდა რაფერ მერე გიამბობთ. ბაღნობიდან გამორჩეული ყოფილა და ევლიაააო ამბობდენ.
იმისთანები მაქვს მასზე სათქმელი რომ გეიგონებს ადამიანი ან დეიჯერებს ან ვერ.
თურმე ახალგაზდა ბაბუაჩემი ღამე მოდიოდა, სასაფლაოსთან ჩამუუვლია, მიწიდან ხმები და გმინვა გუუგონია, გუუთხრია და ახალგაზდა შეშინებული ქალი ამუუყვანია, წუუყვანია მის შინ, დუუძახნია მგზავრი ვარ ღამეს გამათევიებთო?.. ბოდიში მოოუთხოვნიათ ვერა გამწარებული ოჯახი ვართ ანგელოზი გოგო შვილი დავმარხეთ დღესო. ამის მერე გამუუჩენია მათი ცოცხალი შვილი. გადელებულან, გადარეულან.. შენი ბედი ყოფილა შენ ნა შეგრთოთო, ასე დაქორწილებულა. არც ამფერი და არც ამის მსგავსი არ გამიგონია რამე.
ბევრი ამბავი მაქვს მასზე მემრე გიამბობთ..
მე ის ცოცხალი არ მომსწრია, მარტო მონაყოლები ვიცი.
მისი ხანუმი, ბებია იტყოდა: “ეფენდი ბრძანებდა…” მოსთლიდა და მოსთლიდა ამბებს. ბაბუას მიმართ დიდი მოკძალებით და პატივისცემით გვზდიდენ.
ეს ჩემი ოჯახი იყო დიდი, ბარაქიანი. ვშრომობდით და ეს ნაშრომი იყო დოვლათიანი. ხანჯერ არის ადამიანი შრომობს და არააქ მის ნაშრომს ბერექეთი. მარტო შრომა არ კმარა თუ წყალობა, ღმერთის მორიდება და შიში არ გაქ. გულში რომ გიგიარს იგიც ღმერთისგანაა. უღმერთოდ არც უბედურებაა და არც ბედნიერება, ყველაფერი მისგანაა. ძალა ღმერთმა უნდა მოგცეს.
ეს სახლი, რომ სავსე იყო მაშინ ვიყავ ბედნიერი.
24 წლისა დავქვრივდი. დუნიის დაქცევა იყო ჩემი ქმარის სიკდილი. დამესიზმა უცხო ხალხი ჩვენს ყანას ჭრიდა, ვიცოდი გლახა ამბავს ვერ ავცდებოდი და კი იმიხდა. მეც მოვკდი მასთან ერთად. გლოვა დიდი არ ვიცით, სიმწარე ვიცით, გავაზანზალეთ ქვეყანა, მოთლა ცოდვაა, ნელა ნა იტირო, წამეიწყობს არ მუუწონებენ, ჩაგვაქრობიებენ, ენა არ ნა თქვა. იტირე, იდუღე არვინ შიგიშლის.. ზომაა საჭირო გლოვაშიც, სიმწარეში მოთმენაა, ნებისყოფაა მთავარი. ღმერთო ყველას ჯერნეთი მიეც. ლაპარაკი, დერდს ვერ გაათელებს, თავი შეიქციო ეგების, მეტი რამე არა..
მანემდი ეს სახლი ზანზალებდა სიხარულით, მხიარული იყო ყველა. აგზე საკორწიანაი ეკიდა, მთელი სოფლის ბაღნები აქ ირეოდა, სათნო იყო ყველა.
სტუმარს მეიდან ოდაში მივიღებდით. სიხმა, ჩათაკა, წკრიალებს, ფურკიან კაბებს, ყუმაშებს ქორწილში, დღეობაში ჩეიცმევდენ. შინაც ეცნენ ფერადები მარა სახლისა. ფეშტემალი, გაშლილი კაბები პრესებით, ფურკიანებიც, დედა თითონ კერავდა არ მეისვენებდა არ დეიძინებდა ორი, სამი მარმაშით დაბურვილი, სარტყელით ჩაცმული, ისკენდერ ეფენდის რძალი ამყობით იყო.
თავღია და ფეხშიშველი არ იქს, არც მე გიმივლია. ბებიას ქონდა ოქროს დიდი მაჟარია, ქარვის მძივები, ქოსტეკი ვერცხლის, მევირთვებოდით დიდად, ვერცხლის ქამარიც ქონდა..
საგუგუმე გვედგა, წყლის ზიდვა ქალის იყო. ქორწილში დოლაკარდიონი ვცოდით, ათი წლის ვიყავ დიდი ქორწილი გამართეს დედაჩემის და მამაჩემის კარგად მახსოვს, ქუხდა აქაურობა. იცინოდენ ჩემზე დედამამამისისის ქორწილი ახსოვსო. ერთი მოსწრილი ბიჭი ყავდენ და უალერსოდ არ დასტიენ იმ ისკენდერ ეფენდის ხანუმმა და ბებიამ იძალეს და გააკეთეს, ეხალისებოდენ.
დედაჩემი ბებიაჩემს ჰკითხევდა ანოო რა ჩევცვა? ვითომ მან არიცოდა განა? ძალით ხომ ვინმე ვერ ჩაგაცვამს?
ერთმანეთს აფერებიებდენ, კარგობით შეფერება სხვაია, ერთმანეთს ახალისებდენ.
ეი ახხხხხ რაფერმა დრომ გეიარა? რაკაი დღეები მახსოვს?
მთხრობელი სურიე თავართქილაძე. ისკენდერ ეფენდის ბადიში. ხულო ღორჯომი. ივლისი 2023.