ღია ბარათები გარდენიადან

ვაცოცხლებთ ტრადიციას და ბაღის ემოციას, მის სურნელს ვუგზავნით ადამიანებს

გარდენია

მცენარეები მხოლოდ ბაღში და მათ სიახლოვეს არ გასცემენ ენერგიას და სიხარულს. შორ მანძილზეც შეუძლიათ ემოციის და განწყობის გადაცემა.

მათი ეს თვისება, დიდი ხნის წინ, მიხეილ მამულაშვილმა შეამჩნია და დაუვიწყარი სილამაზის ბარათების შექმნა მისი ბაღის განუყოფელ ნაწილად აქცია. 

დღეს კი ჩვენ ვცდილობთ, არ დავივიწყოთ მისი ტრადიცია  და გარდენიში ვაგრძელებთ  მცენარეებით შექმნილი ღია ბარათების დამზადებას.

და რაც მთავარია, ჩვენი ბარათებით გაგზავნილ ემოციებს განსაკუთრებული თარიღები არ სჭირდება. თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მოკითხვის მრავალ  მიზეზს და საბაბს ისინი აუცილებლად გიკარნახებენ.

ჩვენი ბარათები არ მეორდება, ყველა მათაგანი ერთადერთი და უნიკალურია.