ჩვენი ბაღი
გარდენია შევარდნაძე დეკორატიული მცენარეების სანერგე ბაღია, რომლის მიზანია, იყოს ადამიანების გზამკვლევი მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში, გაავრცელოს ცოდნა მათი გამრავლების, მოვლის ირგვლივ, შექმნას შესაბამისი მომსახურება.
ადამიანი, ბაღი, ემოცია
გარდენია შევარდნაძემ არსებობა, 2004 წლიდან, დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგედ დაიწყო. მის ირგვლივ ნელ-ნელა გაჩნდნენ პატარა კაფე, შიდა და გარე სადღესასწაულო ადგილები, სახელოსნოები და სასწავლო სივრცეები.
გარდენიას მიზანია, იყოს ადამიანების გზამკვლევი მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში, გაავრცელოს ცოდნა მათი გამრავლების, მოვლის ირგვლივ, შექმნას შესაბამისი მომსახურება.