მაი როის იქნება

შვიდი წლის ვიქნებოდი, ოზურ­ გეთში ვახლდი ბაბუას. ჩაჩნე­ ბის დიდი ჯგუფი ვნახე, ბაზრის ჭიშკართან ირეოდენ და ვაჭ­ რობდენ. იქიდან დაბრუნებულმა ბებიას ვუამბე რაც ვნახე. მისმინა და მთხოვა: `ახლა რაც მომიყეი, დაწერე მაი, რაფერც მომიყეი ისე, ვითამ ბებიაშენი ყრუია, აფერი არ ეყურება და მარტუაი წაკითხვა შუუძლია“. დავწერე და მივეცი. დაკეცა, წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო. არა­ ფერი უთქვამს. ის ფურცელი ბებიას სიკვდილის მერე მის ჩემოდანში ვიპოვნე ანდერძთან და წვრილმანებთან ერთად. მას მერე არაფერი დამიწერია აგერ ორმოც წლამდე. წიგნების წერა არაა ალბათ ჩემი საქმე. მებაღეობა უფრო გამომ­ დის მგონია. მაინც ვცადე. ჩემი ბებია რომ გაიხარებდა, ზუსტად ვიცი.

მიწოდების სერვისი

ტექსტი

მსგავსი პროდუქტები