გავაცილეთ თვალებაცრემლებული სტუმრები.
ჩვენ ხომ სადღეგრძელოებით გამოვხატავთ ემოციებს და იმათ მიღებული შთაბეჭდილებები დაწერეს წვრილი კალმით, ლამაზი ბეჭდებით, შტამპებით და მინიატურებით შემკობილ ქაღალდებზე და წერილებად დაგვიტოვეს!
რადგან ეს მთლად პირადი არაა და ჩვენს ქვეყანას ეხება, გიზიარებთ ერთ-ერთის შინაარს.
“საქართველოში ფეხის დადგმის წუთიდან მოგვაჯადოვა ქართველების სითბომ და სიკეთემ. თქვენთან საუბრებისას ჩანს რა ღრმა და ბრძენია ქართველი ადამიანი. თქვენი ტრადიციები მომაჯადოვებელი და აღმაფრთოვანებელია. თქვენი ცეკვა, სიმღერა, მხატვრობა და ხელოვნების ყველა დარგი, რომელსაც გავეცანით მსოფლიო საგანძურია. როგორი ამაყები, სიცოცხლის მოყვარული, თბილი და ადამიანურია ყველა ვისაც შევხვდით და ვეურთიერთეთ.
ქართულ ოჯახებში სტუმრობით, სადაც უბადლო მასპინძლობასთან ერთად ოჯახის წევრები გიყვებიან, გაჩვენებენ, მოგითხრობენ მათ წინაპრებზე და შვილებზე ძალიან ემოციური აღმოჩდა ჩვენთვის.
გაგვაცანით ლეგენდალური ნანი ბრეგვაძე, რომელიც ისე გალობს თავის შვილებთან ერთად როგორც მხოლოდ ღრმა გულითად ადამიანს შეუძლია, მოვიხიბლეთ მისით.
ქალბატონი მანანა გედავანიშვილის ოჯახმა და მასთან მოსმენილმა ამბებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ასევე. წაროუდგენელი სუხიშვილები, ქართველი მომღერალი ჩოხოსანი ახალგაზრდები, თქვენი ოპერის თეატრი, მარიონეტების გაბრიაძის თეატრი, წინანდლის სასახლე და განსაკუთრებული ხელოვანები რომლებიც გავიცანით. მათ სახლებში და სახელოსნოებში სტუმრობამ ბედნიერებით აგვავსო, გოგი ალექსი მესხიშვილს ოჯახი, თამარ კვესიტაძის სახელოსნო.. დიდებულია..
თქვენს სუფრაზე და კერძებზე რაღა უნდა ვთქვათ, თქვენ ხომ ეს ჩვენზე უკეთ იცით, რომ ეს ჯადოქრობაა!
ზურაბ, ძვირფასო მეგობარო. თქვენ შეძელით ჩვენი საქართველოში ყოფნის ათივე დღე დღესასწაულად გექციათ. თქვენ ხართ უბრალო და ამავე დღოს ღრმა, დიდი ადამიანი, სავსე საუკეთესო დადებითი ემოციებით რომლის ყველასთვის განაწილებას ცდილობთ და ეს საუკეთესოდ გამოგდით. თქვენი სიკეთის გაღების და მიღების უნარი დაუჯერებელია, თქვენი ნიჭიერება და გემოვნება შთამბეჭდავი. როგორ გვიხარია რომ ზაქარია ასე საუკეთესოდ ახერხებს ამ ემოციებზე ნადირობას და სხვებისთვის გაზიარებას, ეს მას ყველაზე უკეთ გამოსდის, გვიყვარს ის, მთელი გულით გვიყვარს.
მივდივართ და თან მიგვაქვს სიხარულით სავსე გული, ნუ გიკვირთ, რომ ჩვენ გვეტირება, თქვენ ეს მოახერხეთ შეგვყვარებოდით. ჩვენ ვიპოვნეთ პატარა, ლამაზი, თბილი, მეგობრული, ნიჭიერი საინტერესო, ემოციებით და სიყვარულით სავსე ლამაზი ქვეყანა.
სიტყვებით არ გამოიხატება ის მადლიერება რასაც გვრძნობთ.
ქართულად დაგიწერთ, დიდი მადლობა!
ჩვენი სახლი და ქვეყანა თქვენი სახლი და ქვეყანაცაა დღეიდან. სულ ღიაა ჩვენი გულის და სახლის კარები თქვენთვის.
კიდევ და მრავალჯერ ქედმოხრილი დიდი მადლობა!”
მაჰარაჯა ჰარშვარდან სინგ.
მაჰარანი ბჰავნა სინგ.
ადირაჟ სინგ დევრა.
ბიკანერი, რაჯასტანი, ინდოეთი.თბილისი, საქართველო.