აჭარული ნაჭრელები

არ გავატანოთ დროს!

გარდენია

გარდენიაში ხშირად ვმასპინძლობთ  საინტერესო ადამიანებს და მათი ხელით შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს ვაცნობთ საზოგადოებას.

წინაპრების დანატოვარი საგანძურის გადარჩენა და სხვებისთვის გაზიარება ჩვენთვის გამორჩეული საზრუნავია, სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, არ დავკარგოთ და თაობებს შემოვუნახოთ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიმუშები და მათ ავტორებს შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი ღორჯომის ხეობის უნიკალური ნიმუშების გაფრთხილებაა. ეს ხეობა განსაკუთრებული საგანძურის, „აჭარული ნაჭრელების“  და  ხელით ნაქსოვი ორნამენტების  საბადოა.  ამ ნიმუშების ავტორები ადგილობრივი, ღორჯომის ხეობის  ქალები არიან,  რომელებიც მიუხედავად მძიმე ყოველდღიური ყოფისა, თავის უნიკალურ ხელსაქმეს არ ივიწყებენ, გამორჩეულ ნივთებს ქმნიან და ცოდნას  ახალ თაობას გადასცემენ.

მათი ხელით შექმნილი ნამუშევარები გამოირჩევა: შესრულების ტექნიკით, ფერთა სიუხვით, სიუჟეტის მრავალფეროვნებით და ორნამენტების უნიკალურობით.

ზურაბ შევარდნაძის მრავალწლიანმა მუშაობამ, ღორჯომის ხეობაში, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული მქარგველების და მქსოველების ჯგუფი შეიქმნა, რომელთა ნამუშევრებმაც მსოფლიო მოდის სახლების ყურადღებაც მიიქცია. გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და  აჭარულმა ნაქსოვ- ნაქარგებმა საქართველოს გარეთაც დაიწყო გზის გაკვალვა.