მწვანე სერვისი
ხშირად, ჩვენი ბაღის მონახულებისას, ჩვენს სტუმრებს უნატრიათ, გარდენიას ნაწილი მათ ეზოში ან სამუშაო სივრცეშიც ჰქონოდათ. სწორედ ამ სურვილებზე დაკვირვებით შევქმენით გარდენია შევარდნაძის გამწვანებების და ლანდშაფტური დაგეგმარების მომსახურება.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 32 224 67 03
gardeniashevardnadze@gmail.com
ადამიანი, ბაღი, ემოცია
ჩვენ ვიცით, რომ ორი ერთნაირი ადგილი და მოცემულობა არ არსებობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად. ჩვენ ვიცით, როგორ დავრჩეთ ბაღის ძირითადი იდეის ერთგული და ყოველთვის დავეხმაროთ მას ზრდასა და განვითარებაში.
ჩვენი მთავარი თვისებები: ყველა სამუშაოს ვასრულებთ კეთილსინდისიერად, გონივრულად, მაღალი ხარისხით და მცენარეების ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენთვის მცენარეების ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია.
რას გთავაზობთ
- თქვენი სახლის, აგარაკის, ოფისის ეზოს, ტერასის და აივნის გამწვანებას;
- ლანდშაფტის არქიტექტორის მომსახურებას, რომელიც აზომავს თქვენს ეზოს, შექმნის სამუშაო ესკიზებს, შეგითანხმებთ და გაჩვენებთ ანალოგებს;
- თქვენი სივრცის გამწვანების პროექტის შედგენას;
- მცენარეთა ასორტიმენტის შერჩევას და ხარჯთაღრიცხვის შედგენას;
- მცენარეების დარგვას და ყველა სირთულის სამებაღეო სამუშაოს შესრულებას;
- ბაღის და სივრცეების მოვლას და ზრუნვას მის განვითარებაზე.