გარდენიელები
გარდენიაში ცოდნის და გამოცდილების გადაცემა უწყვეტი პროცესია. სწორედ ამიტომ, წლებია, ერთად ვმუშაობთ უფროსი და უმცროსი თაობის ადამიანები. მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი ძალა ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და სადაც ასე უხარიათ მოსვლა ჩვენს სტუმრებს.
ადამიანი, ბაღი, ემოცია
გარდენიელების უმრავლესობა სწავლული მებაღეა. მათ მიღებული აქვთ თეორიული და პრაქტიკული განათლება სამებაღეო დარგში, ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო ცენტრებში.
გარდენიას ბევრი მეგობარი- მრჩეველიც ჰყავს, უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტები. ჩვენთვის ფასდაუდებელია მათი კონსულტაციები და შენიშვნები, გაზიარებული გამოცდილება თუ გულითადი კრიტიკა და შეფასება.
თუ ჩვენთან სტუმრობისას მცენარის შეძენას გადაწყვეტთ:
- ყურადღებით მოვუსმენთ თქვენს სურვილებს;
- შეგარჩევინებთ მცენარეს თქვენი პირობების და გემოვნებისთვის შესაბამისად;
- კონსულტაციას გაგიწევთ აუცილებელი სუბსტრატის, შესაფერისი ქოთნის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ირგვლივ.
დამშვიდობებისას კი აუცილებლად გეტყვით, რომ მომავალშიც სიხარულით გიმასპინძლებთ.