გარე ღონისძიებები

გარდენია ხშირად არის სახალხო ზეიმების,
დღესასწაულების თანამონაწილე

ადამიანი, ბაღი, ემოცია

გარდენია ხშირად არის სახალხო ზეიმების, დღესასწაულების მონაწილე და ორგანიზატორი საქართველოს სხვადასხვა წერტილში. ასეთ დროს ჩვენი ჩვეული რიტმი და მდგომარეობა იცვლება და გარდენია თვითონ მიდის მნახველთან, მიგვაქვს ჩვენი ბაღისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება; მცენარეები და ნივთები ჩვენი კოლექციიდან. ქალაქის მთავარ პროსპექტზეც და მოკრძალებულ პატარა სივრცეშიც ჩვენს ადგილს მოხერხებულად ვპოულობთ და ცოტა ხნით გარდენიად ვაქცევთ.