მცენარეები
გარდენიაში მცენარეთა ექსპოზიცია, წელიწადის მანძილზე რამდენჯერმე, სეზონის მიხედვით, იცვლება. ერთმანეთს ენაცვლებიან მცენარეები, ყვავილები, ბუნებრივი დეკორაციები, რასაც თან სდევს მათი ნახვით გამოწვეული ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
გარდენია
გარდენიაში თითქმის ყველა მცენარე ჩვენი ხელით გამოგვყავს, თესლის შეგროვებიდან და გაშრობიდან დაწყებული შესაფერისი სუბსტრატის შერჩევით და შეზავებით დამთავრებული.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ადგილობრივი, ენდემური ჯიშის მცენარეები, რომელთა გვერდით ეგზოტიკური წარმომადგენლებიც ბინადრობენ. მათ მსოფლიოს ბაღებიდან ვაგროვებთ და ვცდილობთ, ადგილობრივ გარემო პირობებთან ადაპტირება გავუადვილოთ. ვაკვირდებით, რამდენად შეძლებენ ცივ ზამთრთან თუ ცხელ ზაფხულთან შეგუებას და შესაბამისად ვუვლით მათ.
ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ ნივთიერებებს და ვცდილობთ, ბუნებრივი საშუალებებით ვიზრუნოთ მცენარეების ჯანმრთელობაზე.
გარდენიაში თქვენ შეძლებთ შეიძინოთ
- სუკულენტების დიდი არჩევანი;
- ხეხილი და ბოსტნეული;
- ყვავილები და სხვადასხვა დეკორატიული მცენარე;
- ადგილობრივი წარმოშობის თესლები;
- ვარდების, ტიტების და ზამბახები და მრავალფეროვანი კოლექცია.
ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ თქვენს სურვილებს, შეგარჩევინებთ მცენარეებს თქვენი პირობების და გემოვნების შესაბამისად, კონსულტაციას გაგიწევთ აუცილებელი სუბსტრატის, შესაფერისი ქოთნის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ირგვლივ.