მიხეილ მამულაშვილი

მიხეილ მამულაშვილზე თუ გსმენიათ? საქართველოში ემოციური მებაღეობის სულ პირველ ფუძემდებელზე, რომელმაც ბაღის იდეა სრულიად ახალ სიმაღლეზე თავისი გენიალური სიმარტივით და გულწრფელობით აიყვანა. სწორედ მისი იდეების და დამოკიდებულების გამზიარებლებად ვთვლით თავს, ვუფრთხილდებით წარსულს. ვცდილობთ, აწმყო წინა თაობების გამოცდილებით, ახალი ცოდნით გავამდიდროთ და მომავალსაც ასე დავამახსოვროთ.

გარდენია

მიხეილ მამულაშვილი  პირველი ქართველი მებაღეა, რომელმაც შეძლო.  გამოცდილების გარეშე, ცარიელ ადგილას, შეექმნა თავისი პატარა ბაღი მცხეთაში. ამ საქმეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე, დაამკვიდრა მებაღის პროფესია და ჩამოაყალიბა ქართული ბაღის სტილი, რომელიც  ბუნებრივი და თავისუფალია; დადგენილ წესებს ითვალისწინებს, თუმცა მათგან გადახვევით განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შედეგს აღწევს.

ბუნებრივი სილამაზე იმდენად დიდია, იმდენად მიუწვდომელი ჩვენთვის, რომ ხშირად, როცა  გვინდა რაიმე კარგი შევქმნათ, მაინც ვერ  გამოგვდის ისეთი ლამაზი, როგორიც ბუნებრივია. ბუნებასთან ჩვენ  სულ არაფერი ვართ. მის  საიდუმლოებას არავინ დამოყვრებია, არავის  გაუგია და ამიტომ, როდესაც რაიმე კარგის შექმნა გვსურს, უნდა ვიხელმძღვანელოთ ბუნების ქმნილებით უნდა გადავავლოთ თვალი, თუ რა ადგილას როგორ მოუხდება

მიხეილ მამულაშვილი