მწვანე გაკვეთილები
ერთად ვსწავლობთ ბუნების დანახვას, მოვლას და გაფრთხილებას!
მწვანე გაკვეთილებზე ბავშვებს ვუყვებით მცენარეების სასიცოცხლო ციკლის, ცოცხალი ორგანიზნმების მნიშვნელობაზე, ვაძლევთ პრაქტიკულ ცოდნას მცენარეების მოვლის, დარგვის და გაფრთხილების ირგვლივ. მწვანე გაკვეთილების ერთადერთი საშინაო დავალება ბავშვებისთვის, მათივე ხელით ჩარგული მცენარის გაფრთხილება და ამ საქმეში ოჯახის წევრების ჩართვაა.
გარდენია
მწვანე გაკვეთილების მსვლელობისას:
- ჩვენი მებაღე-მასწავლებლის თანხლებით ბავშვები ათვალიერებენ ბაღს;
- მწვანე სახელოსნოში ცრიან და აზავებენ მიწას, ხატავენ ქოთნებს და რგავენ მცენარეს;
- პატარებს გარდენიასგან სამახსოვროდ რჩებათ მცენარე ქოთნით და ჩვენი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოები.
მებაღეობა, პირველ რიგში, მუდმივ ზრუნვას, ყურადღებას და გაფრთხილებას ნიშნავს, სწორედ ამ უნარების ბავშვებში განვითარებას ვცდილობთ გარდენიაში ჩვენი მწვანე გაკვეთილებით.
ჩვენ გვინდა, ბავშვები, ცოტა ხნით მაინც, ციფრული გარემოდან ბუნების სამყაროში გადმოვიყვანოთ, დავაახლოოთ მასთან, ვასწავლოთ მცენარეებთან ურთიერთობა, ვაგრძნობინოთ საკუთარი ხელით დარგვის ძალა, ვასწავლოთ მცენარეებზე დაკვირვება და მათი მოვლა.