ფოტოსესია გარდენიაში
გარდენია ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული ადგილია
ადამიანი, ბაღი, ემოცია
წელიწადის დროების მიხედვით ცვალებადი გარემოს, მცენარეების, ფერების და ბუნებრივი სინათლის სიუხვის დამსახურებით, თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ გარდენიაში ორი ერთნაირი ფოტო არასოდეს გამოვა.
მოყვარული ფოტოგრაფებისთვის გარდენიას მრავალფეროვანი ადგილები კარგი დამხმარეა, მცირედი ძალისხმევით შთამბეჭდავი შედეგის მისაღებად. პროფესიონალი ფოტოხელოვანებისთვის კი ხშირად მათი ჩანაფიქრის საუკეთესოდ გადმოცემის საშუალებაა.
სწორედ ამიტომაა, რომ გარდენიაში ფოტოსესიის მოწყობის მსურველი ბევრია. ძალიან გვახარებს, რომ ადამიანები, მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების დასამახსოვრებლად სწორედ გარდენიას სტუმრობენ.
ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ერთად დავგეგმოთ ფოტოსესია ჩვენს ბაღში
- შემოგთავაზებთ გარდენიას გარე და შიდა სივრცეებს;
- დაგეხმარებით, შეარჩიოთ შესაფერისი დრო და დღის მონაკვეთი.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
032 224 67 03
gardeniashevardnadze@gmail.com