სასტუმრო სახლი

ჩვენს სასტუმრო სახლში არც ერთი ოთახი  არ ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანი  განსაკუთრებულია. ოთახები მოწყობილია მყუდრო, მოხერხებული, ძველებური ავეჯით და გაფორმებულია ჩვენი საკოლექციო ნივთებით, რაც, ჩვენს სტუმრებში, დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. აპარტამენტების ქირაობა შესაძლებელია ფოტო, ვიდეო და კინო გადაღებებისთვის.

ადამიანი, ბაღი, ემოცია

ჩვენს სასტუმრო სახლში ექვსი ოთახია განთავსებული. თითოეული მათგანი უნიკალურია, რადგან გაფორმებულია გარდენია შევარდნაძის საკოლექციო ნივთებით. აქ ძველი ავეჯი და აქსესუარები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე კომფორტს და თითოეულ ოთახს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. სასტუმრო სახლში გატარებული რამდენიმე დღეც კი დაუვიწყარ ემოციებს და კვლავ დაბრუნების სურვილს უჩენს ჩვენს სტუმრებს.

ჩვენი აპარტამენტები იდეალური გარემოა ფოტო, ვიდეო და კინო გადაღებებისთვის. მრავალფეროვანი სივრცეები წარმატებული შემოქმედებითი პროცესის შემადგენელ ნაწილად არაერთხელ ქცეულა.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 32 224 67 03
gardeniashevardnadze@gmail.com