პროდუქტები

კატეგორიები

ჩვენი ონლაინ მაღაზია მალე გაიხსნება

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ძველ, გამორჩეული მახსოვრობის მქონე ნივთებს, რომლებსაც განსაკუთრებული ემოცია და განწყობა მოაქვთ. ვგულშემატკივრობთ და ვმეგობრობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ხელსაქმის ავტორებთან, თანამედროვე ხელოვანებთან.

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ჩვენთვის ძვირფას ნივთებს და ნამუშევრებს თავი გარდენიაში მოვუყაროთ. ჩვენი სივრცეების გაფორმება მათ მივანდოთ და გარდენიას სტუმრებსაც შევთავაზოთ.

ამ სურვილის მიხედვით გაჩნდა გარდენიას საჩუქრების მაღაზია, რომელიც ერთ პატარა სივრცეში თავს უყრის ყველა იმ ნივთს და დეტალს, რომლებსაც მთელ საქართველოში დიდი სიყვარულით, ფრთხილად ვაგროვებთ და ჩვენს სტუმრებს სამახსოვრო ნივთებად ვთავაზობთ.