ჩვენთან სტუმრობამდე
გთხოვთ, გარდენია შევარდნაძის წესებს გადაავლოთ თვალი.
- ბაღი ერთი შეხედვით უსაფრთხოა, თუმცა არსებობენ მცენარეები, რომლებიც, შესაძლოა, ადამიანებისთვის ზიანის მომტანი აღმოჩდნენ, ამიტომ იყავით ფრთხილად: ნუ დააზიანებთ მცენარეებს. ბაღში შეგხვდებათ დეკორატიული წყაროები და გუბურები, საიდანაც წყლის დალევა არ შეიძლება. ტბორებთან და გუბურებთან ახლოს ნუ მიხვალთ. ჩვენ არ ვურღვევთ სიმშვიდეს ჩვენს მობინადრეებს, ამიტომ ღონისძიებებზე უარს ვამბობთ ფოიერვერკზე;
- ფოტოგადაღებები იგეგმება და ყველა დეტალი თანხმდება წინასწარ;
- ჩვენი ბაღი არ არის უსაფრთხო თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, ამიტომ მობრძანდით მხოლოდ მცირე ზომის ძაღლებით, რომელთა ტარებას ხელით შეძლებთ;
- ჩვენი ბილიკები მოუხერხებელია საბავშვო ეტლებისთვის, ვიწროა და ღორღითაა დაფარული, ამიტომ თქვენი პატარები რომ უსაფრთხოდ იყვნენ, ნუ გამოიყენებთ მათ ჩვენს სივრცეში;
- ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სივრცეების ნაწილობრივ ადაპტირებაზე. ამ ეტაპზე ბოდიშს გიხდით, სპეციალური საჭიროებების მქონე სტუმრებს რომ ვერ გმასპინძლობთ შეუფერხებლად;
- ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ მრავალფეროვანი, ბუნებრივი გაფორმება, ამიტომ დამატებითი ბუშტები, და სხვა ხელოვნური დეკორაციები არ დაგჭირდებათ;
- გთხოვთ, სიფრთხილე გამოჩინოთ შუშის ვიტრაჟებთან და დაიცვათ თქვენი პატარებიც.