
აქ 500 -ზე მეტი სახეობის მცენარე ბინადრობს.
ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00- დან 19:00 საათამდე.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ადგილობრივი, ენდემური ჯიშის მცენარეები, რომელთა გვერდით ეგზოტიკური წარმომადგენლებიც ბინადრობენ.
აქ შეგიძლიათ განსაკუთრებული ნივთები დაათვალიეროთ და შეიძინოთ.
აქ ტარდება მწვანე, თიხის და სამებაღეო
გაკვეთილები.
აქ არცერთი ოთახი არ ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანი განსაკუთრებულია.
შეგიძლიათ თავად გახდეთ მასპინძელი გარდენიაში და გამორჩეული წვეულება ჩვენს გუნდთან ერთად მოაწყოთ.
ფოტოსთვის შესაფერისი მრავალფეროვანი ადგილები.
ჩვენი ბაღი
გარდენია შევარდნაძე დეკორატიული მცენარეების სანერგე ბაღია. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ადამიანების გზამკვლევი მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში, გავავრცელოთ შესაბამისი ცოდნა მათი გამრავლების, მოვლის შესახებ.
ჩვენმა ბაღმა არსებობა, 2004 წელს, დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგედ დაიწყო. მის ირგვლივ ნელ-ნელა გაჩნდნენ პატარა კაფე, შიდა და გარე სადღესასწაულო ადგილები, სახელოსნოები და სასწავლო სივრცეები. გარდენია შევარდნაძემ საფუძველი ჩაუყარა არაერთ სასარგებლო წამოწყებას და საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეულ ტრადიციებს, ნიმუშებს თავის სივრცეში მოუყარა თავი.
ჩვენი სურვილია
ადამიანები და ბუნება ერთმანეთს დავაახლოვოთ. შევქმნათ ისეთი ბაღი, რომელიც მასში მობინადრე მცენარეების მსგავსად, ყოველთვის არის მრავალფეროვანი, საინტერესო ამბების გადაცემის და სასარგებლო ცოდნის გაზიარების ადგილი.
გვინდა, ვიყოთ ძვირფასი ტრადიციის გამგრძელებლები და მიხეილ მამულაშვილის დაწყებული საქმე – ემოციური მებაღეობა – ყველა ადამიანისთვის ახლობელი და ხელშესახები გავხადოთ. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ბუნების, მცენარეების სიყვარული გავუზიაროთ და მივცეთ შთაგონება, თვითონაც მოსინჯონ მებაღის ხელობა.
გარდენიელები
გარდენიაში ცოდნის და გამოცდილების გადაცემა უწყვეტი პროცესია. სწორედ ამიტომ, წლებია, ერთად ვმუშაობთ უფროსი და უმცროსი თაობის ადამიანები. მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი ძალა ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და სადაც ასე უხარიათ მოსვლა ჩვენს სტუმრებს.
ადამიანი, ბაღი, ემოცია
ადამიანი, ბაღი, ემოცია
ზურაბ შევარდნაძის ჩანაწერები
აჭარული ნაჭრელები, ორიგინალები
მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საინტერესო ადამიანების, მათი ამბების აღმოჩენა და შენახვა. წინაპრების დატოვებული საგანძურის გადარჩენა და სხვებისთვის გაზიარება.
გარდენია
გარდენია
იშვიათი მცენერეები
ამბობენ თუ ხუთფურცლიან იასამანს იპოვნი ჩუმად უნდა ჩაყლაპო და სურვილი ჩაუთქვა, აუციებლად აგისრულდება.
ენდემური თესლები
ამბობენ თუ ხუთფურცლიან იასამანს იპოვნი ჩუმად უნდა ჩაყლაპო და სურვილი ჩაუთქვა, აუციებლად აგისრულდება.